გოგლო ყაზახაშვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოგლო

გოგლო – (1870 – 1908), გიორგი ალექსის ძე ყაზახაშვილი. ქართული პრესის თანამშრომელი, პედაგოგი, პოეტი. ლექსებს ბეჭდავდა „ივერიაში”, „ცნობის ფურცელში” და სხვა. პეტერბურგში სწავლისას დაახლოებული იყო ივანე ჯავახიშვილთან, და სხვებთან; მონაწილეობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში.


სურათი
ფიქრსა შავები ჩაიცო,
თავმანდილ ჩამაეხია,
მოთქმით გმინავდა, ხან სჭეხდა,
როგორც უღრანში მეხია.
წინ ედგა ტირიფის სახლი,
შიგ გულის ვარდი ჩნდებოდა,
თავს დასჩხაოდა ყორანი,
ლიბოში გველი ძვრებოდა.
ცით მოწყვეტილი ვარსკვლავი,
ობოლი ცრემლით სჩიოდა,
მეც შევცქეროდი: ობოლი
ცრემლი მეც ჩამომდიოდა.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები