გრაკლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრაკლა

გრაკლა – (Spiraea hypericifolia L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 1.5 მ სიმაღლის ბუჩქია. ფოთლები შიშველია ან ნორჩობაში მოკლე ბეწვით მოფენილი, მოხაზულობით უკუკვერცხისებური, მოგრძო-ელიფსური ან ლანცეტა, კიდემთლიანი. ყვავილედი 4-10-ყვავილიანია; ყვავილები განლაგებულია შიშველი ან ოდნავ შებუსული ყვავილის ყუნწებზე, ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება ველისა და ტყე-ველის სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე ბუჩქნართა რაყამი, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში, სტორის ხეობაში. გავრცელებულია მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები