დაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დამღა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დამღა

დაღი- დამღა ერთგვარი ნიშანი, რომელიც ამოიტვიფრებოდა ან ამოიწვებოდა რაიმე ნივთზე ან ცხოველზე მისი პატრონის საკუთრების ნიშნად. ცხენის დადაღვა ფართოდ იყო გავრცელებული სამეგრელოში, როგორც ცხენის ქურდობის საწინააღმდეგო საშუალება. მაღალი წოდების წარმომადგენლებს, თითოეულ თავადს ან აზნაურს თავისი საკუთარი დაღი ჰქონდა შემუშავებული.

ცხენს დაღავდნენ როცა ორი წლისა გახდებოდა. სამეგრელოში დადაღვამდე ცხენს ამოჭრიდნენ სარსესა და სახოპს. სარსე - ესაა წერტილოვანი ძვალი ცხვირში, რომელიც ცხენს ძოვას უშლის, სახოპი კი არის სასის ქვემოთ ზედმეტი ღრძილი. შემდეგ ცხენს ააჭრიან კუდის თავზე ე.წ. „ძვარეს“, რომელიც ქავილს იწვევს და ცხენს არ ასვენებს. შემდეგ ცხენს დადაღავენ მარცხენა მხრიდან, იქიდან საიდანაც ჯდებიან. მდაღველი, რომელიც გამოცდილი სპეციალისტი უნდა იყოს ამ საქმისა, აიღებს დაღის ნიშნიან გახურებულ შანთს და ამოუწვავს ტყავს ცხოველს, შემდეგ დადაღულზე ძროხის ქონს წაუსვამენ. იმის გამო, რომ ქურდები ხშირად ახერხებდნენ დაღების გადაკეთებას, მეპატრონეები ცდილობდნენ ძნელად გადასაკეთებელი დაღები შეერჩიათ, ზოგჯერ ამავე მიზნით ერთ ცხენს ორ-სამ დაღსაც უკეთებდნენ.

ლიტერატურა

ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები