დაროშკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჭარული ნაქარგობა – დაროშკა
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი

დაროშკა − ნაქარგობა, რომლითაც ტრადიციული აჭარული სახლის კედლები და კუთხეები იყო მორთული.

ნაქარგობის ეს ფომა დამახასიათებელი იყო აჭარული საცხოვრებლისათვის, განსაკუთრებით, სასტუმრო ოდისათვის. ამგვარი ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელი ელემენტიც იყო და იგი უშუალოდ პატარძლის მოქარგული უნდა ყოფილიყო. დაროშკები ერთმანეთისაგან ზომითა და ნაქარგის შინაარსითაც განსხვავდებოდა. ძირითა დად მცენარეული სტილის თემატიკა იყო გავრცელებული: ყვავილები, ფრინველები, ირმები, ბავშვები. გეომეტრიული სახის ორნამენტიც − ჯვარსახოვანი და სხვადასხვა ტეხილი ხაზებიც გვხვდებოდა.






წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები