დეკლამაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეკლამაცია− (ლათ. declamatio – ვარჯიში მჭერმეტყველებაში) – ლექსის წარმოთქმის ან პროზის მხატვრულად წაკითხვის ხელოვნება. ძველ რომში დეკლამაცია ანუ ვარჯიში მჭერმეტყველებაში მიჩნეული იყო ორატორული ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად.

მე-17-18 სს. კლასიცისტურ თეატრში დეკლამაციის ცნება აერთიანებდა სამსახიობო შესრულების ყველა ხერხს ჟესტის და მიმიკის ჩათვლით. კლასიციზმმა დააკანონა სცენური მეტყველების საზეიმოდ ამაღლებული, წამღერებითი, პირობითი მანერა, რაც მთლიანად ესადაგებოდა სასახლისკარის გემოვნებას. რეალისტური და რომანტიკული ტენდენციების მომძლავრებამ მე-18 საუკუნის დამლევს და მე-19 საუკუნის დასაწყისში, გამოიწვია კლასიცისტური დეკლამაციის კანონების რღვევა. რომანტიზმმა სამსახიობო გრძნობა და შთაგონება უმთავრეს ფასეულობად გამოაცხადა, ხოლო, რეალიზმმა სიტყვის წარმოთქმა, ისევე როგორც. სხვა გამომსახველი საშუალებები, დაუქვემდებარა პერსონაჟის ინდივიდუალობას და ხასიათს.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში დეკლამაციად იწოდებოდა ესტრადაზე ლექსის საკონცერტო შესრულება, ხოლო ასეთი შესრულება მუსიკასთან ერთად მელოდეკლამაციად. მოდერნიზმის ხანაში ( XX ს. 20-იანი წწ.) გავრცელდა ე.წ. კოლექტიური დეკლამაცია – გუნდის მიერ ლექსის რიტმული წარმოთქმა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები