დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
DEMOKRATIULI TENDENCIEBI.JPG

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

ენციკლოპედიური ცნობარი, რომელიც მოიცავს დემოკრატიის ჩასახვა - განვითარება - ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან ცნებას, ინსტიტუტს, ტერმინს (ანტიკურ სამყაროსა და საქართველოში). ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიული ელემენტების განხილვა ბერძნულ-რომაული ანალოგების ფონზე დაგვეხმარება როგორც ცალკეული ინსტიტუციების, ასევე ზოგადად ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიული ტენდენციების განსაზღვრაში, რასაც, თავის მხრივ, დემოკრატიის მშენებლობის საქმეში პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება.

ენციკლოპედიური ცნობარი, თავისი ფორმატისა და სტრუქტურიდან გამომდინარე, მკითხველთა ფართო ფენისათვისაა განკუთვნილი. ავტორებს იმედი აქვთ, რომ ის შეიძლება გამოდგეს აგრეთვე დამხმარე სახელმძღვანელოდ სხვადასხვა ჰუმანიტარული თუ საზოგადოებრივი დარგების შემსწავლელთათვის.

ცნობარის ძირითად ნაწილს წარმოადგენს საენციკლოპედიო სტატიები, რომლებიც ეძღვნება სოციალურ ფენებს, თანამდებობებებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინსტიტუციებს, ისტორიულ ფიგურებს, რომლებსაც გარკვეული შეხება აქვთ საზოგადოებრივ მოწყობასთან, სოციალურ ურთიერთობებთან, დემოკრატიულ ტენდენციებთან და მათ განვითარებასთან. ამას წინ უძღვის შესავალი და განმაზოგადებელი სტატიები, რომლებშიც შედარებულია საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი სფერო ანტიკურ საბერძნეთში, რომში და საქართველოში. ცხადია, ეს შედარებითი ანალიზი არ შეიცავს შორსმიმავალ დასკვნებს, მით უფრო, კონკრეტულ რეკომენდაციებს პოლიტიკოსებისათვის. ჩვენ ვიფარგლებით ინფორმაციით, რომელსაც, გარკვეული ფორმით დალაგებულს, წარვუდგენთ საზოგადოებას განსჯისათვის.

ბერძნული და ლათინური ტერმინები უმთავრესად მოცემულია სახელობითი ბრუნვის ფორმით. ცალკეულ შემთხვევებში ხარკს ვუხდით ტრადიციას (მაგ., არქონი/არქონტი). ბერძნული ტერმინები გადმოცემულია ერაზმული წაკითხვით, ლათინური ტერმინებისთვის ვიყენებთ ტრადიციულ ფორმებს შეთვისებულს შუასაუკუნეების ლათინურიდან.

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები