დიაგონალური ნატურალური განათება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიაგონალური ნატურალური განათება (კინო) – მზის შუქი ფიგურებს ეცემა ზევიდან და გვერდიდან დაახლოებით 30–45°-ით, შუქჩრდილით კარგადაა გამოხატული ფიგურების მოცულობით-პლასტიკური ფორმები, ჩანს საგნებისა და ობიექტების რელიეფი. ეკრანზე გამოსახულება მოცულობითია და იგრძნობა სივრცე. აქტიორული სცენების გადაღებისას ნატურაზე (შავ-თეთრ ან ფერად ფირზე) ხშირად სარგებლობენ ელექტროგამნათებელი აპარატურით (პროჟექტორებით), რათა შეამცირონ ჩრდილის მოჭარბებული სიმუქე და ამგვარად შეარბილონ მზის სხივის მკვეთრი შუქჩრდილი.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები