დიამეტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიამეტრი – διαμετροζ (diametros) – განივი კვეთი. მეორე რიგის წირის (კონუსური კვეთის) დიამეტრი ეწოდება წრფის მონაკვეთს, რომელზეც მდებარეობენ მოცემული არაასიმპტოტური მიმართულების პარალელური ქორდების შუა წერტილები.

დიამეტრის, როგორც მონაკვეთის სიგრძის ცნება გავრცელებულია სხვა გეომეტრიულ ფიგურებზეც. კერძოდ, ფიგურის (ან მეტრიკული სივრცის ქვესიმრავლის) დიამეტრი ეწოდება ამ ფიგურის ყოველ ორ წერტილს შორის მანძილების ზედა საზღვარს.

მაგალითად:

1) პარალელოგრამის დიამეტრი – მის დიაგონალებს შორის უდიდესის სიგრძე;
2) მართკუთხედის დიამეტრი – მისი ტოლი დიაგონალებიდან ნებისმიერის სიგრძე;
3) სხვადასხვაგვერდიანი სამკუთხედის დიამეტრი – მის გვერდებს შორის უდიდესის სიგრძე;
4) წრის (ან წრეწირის, აგრეთვე ბირთვის ან სფეროს) დიამეტრი – ცენტრზე გამავალი ქორდის სიგრძე ან თვით ეს ქორდა;
5) კუბის დიამეტრი – მისი ნებისმიერი დიაგონალის სიგრძე;
6) მრავალკუთხა პირამიდის დიამეტრი – მის ყველა წიბოს შორის უდიდესის სიგრძე.

ძველი ბერძენი მათემატიკოსები ამ ტერმინს იყენებდნენ „დიაგონალის“ მნიშვნელობითაც; მათთვის ცნობილი იყო კონუსური კვეთის, ბრუნვითი ელიფსოიდის დიამეტრის ცნება. ანალიზურ გეომეტრიაში კონუსური კვეთის დიამეტრი ეწოდება პარალელური ქორდების შუა წერტილებზე გამავალ წრფეს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები