დილხამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დილხამი

დილხამი - (Campanula glomerata subsp. Oblongifolia [K.Koch] Fed = Campanula oblongifolia [K. Koch] Kharadze); ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით – 100 სმ-მდე, აღმავალი, მარტივი, მოწითალო ბეწვით შებუსული ფესვთანური და ღეროსეული ქვედა ფოთლები მოგრძო-ელიფსურია, წაწვეტებული. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, დანარჩენები – მოკლეყუნწიანი, მოგრძო კვერცხისებურია, ხერხკბილა. უხეში შებუსვის გამო ფოთლები ხეშეშია. ყვავილედი მკვრივია და კენწრული. გვირგვინი ზარის ფორმისაა, ცისფერი ან ოდნავ მოიისფრო. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე ფოთლოვან და ფიჭვნარ ტყეებსა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში და ასევე ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე (შავი მთა). ცნობილია, ძირითადად, აღმ. და სამხრ. საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები