დინამიკური კომპოზიცია (კინო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დინამიკური კომპოზიცია – კადრის კომპოზიციის ერთ-ერთი ფორმა; ხასიათდება გამოსახულების განსაკუთრებული დინამიკით ეკრანზე. დინამიკური კომპოზიციისათვის დამახასიათებელია კადრში კინემატოგრაფიული ხედის კომპოზიციური მკვეთრი ცვლილებები – რაკურსის, გამოსახულების ტონალობის, საოპერატორო განათებით. დინამიკური კომპოზიციის დროს განუწყვეტლივ იცვლება გადასაღები ობიექტების დეტალების განლაგება კადრის სივრცეში. დინამიკური კომპოზიცია გულისხმობს არა მარტო კინოკამერის წინ მოძრავი საგნების გადაღებას, არამედ გადაღებას თვით კინოკამერის აქტიური მოძრაობით: ხელით, საოპერატორო ამწედან, თვითმფრინავიდან, მატარებლიდან, ავტომობილიდან და ა. შ. დინამიკური კომპოზიცია კინემატოგრაფის ყველა სახეობაში გამოიყენება. დინამიკური კომპოზიცია განსაკუთრებით საგრძნობია კინემატოგრაფიის პანორამულ სისტემებში.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები