დიფთონგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიფთონგი – (ბერძნ. diphtongos – ორხმოვანა), ერთ მარცვლად წარმოთქმული, ერთ მარცვალში გაერთიანებული ხმოვნური წარმომავლობის ორი მონაკვეთი. ამ ორი მონაკვეთიდან, ჩვეულებრივ, მარცვლის შექმნის უნარი მხოლოდ ერთს აქვს შენარჩუნებული და ის ქმნის მწვერვალს, მეორე კი მოკლებულია ამ უნარს: იგი ქმნის მარცვლის ფერდს.

სალიტერატურო ქართულში დიფთონგები არ გვაქვს. ქართული საწარმოთქმო ნორმებით ყოველი ხმოვნური ელემენტი ცალკე მარცვალს ქმნის: იარუსი, იურისტი… თუმცა ცოცხალ მეტყველებაში ხშირია ჲარუსი, ჲურისტი, ჲორღა, ჰაჲდა, სეჲრი, ტყუჲლი…

თუ დიფთონგში შემავალი ელემენტებიდან პირველ ადგილზე მარცვლის მწვერვალია, მეორეზე კი – მარცვლის ფერდი. დიფთონგს დამავალს (ანუ ნამდვილს) უწოდებენ. ასეთია ქართულში ეჲ, ოჲ, უჲ, აჲ…, ხოლო თუ მარცვლის მწვერვალი მეორე ადგილზეა – დიფთონგი აღმავალია: ჲე, Uuuu.JPGე, ჲა, Uuuu.JPGა. დამავალ დიფთონგში მეორე წევრად მოკლე ხმოვანი გვაქვს, აღმავალში კი პირველ წევრად გვევლინება არა მოკლე ხმოვანი, არამედ თანხმოვნური ელემენტი.

არსებობს მოსაზრება, რომ დიფთონგი ნამდვილი ანუ ჭეშმარიტია, თუ მისი ელემენტები მარცვლის შექმნის თვალსაზრისით ერთნაირი ძალისაა. ამის საპირისპიროდ აღმავალი და დამავალი დიფთონგები ცრუ, არანამდვილ დიფთონგებად მიიჩნევა (ლ. შჩერბა).

ზ. ჯაფარიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები