დიქტიოკაულუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიქტიოკაულუსი

დიქტიოკაულუსი - (Dictyocaulus; ბერძნ. diction ბადე + kaulos ღერო) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Strongylata-ს ქვერაზმს. პარაზიტობს მცოხნელი ცხოველების, ცხენების ტრაქეასა და ბრონქებში. დიქტიოკაულოზის აღმძვრელებია:

  • Dictyocaulus filaria (ლათ. filum ძაფი) – ცხვრისა და თხის პარაზიტი;
  • D.viviparus (ლათ. vivus ცოცხალი, სიცოცხლისუნარიანი + parere შობა, გაჩენა) – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის პარაზიტი;
  • D.eckerti (ამერიკელი პარაზიტოლოგის ჯ.ეკერტის პატივსაცემად) ჩრდილოეთის ირმების პარაზიტი;
  • D.arnfieldi (ჰელმინთოლოგ არნფიელდის პატივსაცემად) – ცხენის პარაზიტი;
  • D.cameli (ლათ. camelus აქლემი) – აქლემის პარაზიტი.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები