დრეკადობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დრეკადობა – ნივთიერი სხეულების თვისება – აღიდგინონ თავიანთი პირველსაწყისი ფორმა და მოცულობა (მყარი სხეულები) ან მხოლოდ მოცულობა (თხევადი, აირისებრი სხეულები) დეფორმაციის გამომწვევი გარე ძალების ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ.

სხეულებს, რომლებსაც აქვთ ეს თვისება, დრეკადს უწოდებენ, ხოლო სხეულის დეფორმაციას, რომელიც ქრება გარე ძალების ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ, დრეკადი დეფორმაცია ეწოდება. დრეკადი სხეულების მაგალითია რეზინი, ფოლადი და სხვ. აირებს ახასიათებთ დრეკადობა მხოლოდ ყოველმხრივი შეკუმშვის მიმართ, სითხეებს – ყოველმხრივი შეკუმშვისა და გაჭიმვის მიმართ.

პრაქტიკულად დრეკადობა განისაზღვრება როგორც დაძაბულობა, რომლის დროსაც ნარჩენი დეფორმაცია აღწევს გარკვეულ (მცირე) სიდიდეს, რომელიც დადგენილია ტექნიკური პირობებით, მაგალითად, 0,001%, 0,003%.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები