დუგუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქდუგუმი

დუგუმი – (Ranunculus muracatus L.); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculacea). 10-30 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი ან ოდნავ შებუსული. ღერო მარტივი ან დატოტვილი ფესვთანური და ქვედა, ღეროსეული ფოთლები თირკმლისებურია და სამმაგადაა დანაკვთული მსხვილკბილა სეგმენტებად. ზედა ფოთლები ვიწროა, მთლიანი. ყვავილი პატარაა, გვირგვინის ფურცლები ჯამიდან ოდნავ არის ამოყოფილი. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება დაბლობებზე და მთისწინეთების ზოლში, ტენიან ადგილებში, რუებში, არხებში, ზოგჯერ, როგორც სარეველა, ნათესებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები