დულუაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დული-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დულუაჲ || დულაჲ – სვანური საქალებო წეს-ჩვეულება; სრულდებოდა ახალწლის წინა დღეს ან კვიმატებზე (2-3 იანვარს). საამდღისოდ უფროსი დიასახლისი აცხობდა ყველისგულიან კვერს, ე.წ. დულს, რომელსაც მამაკაცებისგან მალულად შეჭამდა. ზოგან (მაგალითად, სოფ. ფარში) კუიმტარის პირველ დღეს ოჯახის ქალები, დიდი და პატარა, დულაჲ ლიმზრს მამაკაცებისაგან ფარულად შეჭამდნენ, შემდეგ კერასთან შეჯგუფდებოდნენ, ხოლო მამაკაცები ამ დროს იქაურობას ტოვებდნენ და გარეთ გადიოდნენ. დიასახლისი ფეტვის ფქვილს ადუღებულ წყალში ჩაყრიდა, შიგ ბლომად ყველს ჩათლიდა და იმდენხანს ზელდა, ვიდრე ფაფა არ შეიკვრებოდა და გაწელვას არ დაიწყებდა. შემდეგ, ქვაბს გადმოდგამდნენ და აღმოსავლეთის კედლის მარჯვენა სარკმელთან მიაჩოჩებდნენ. იქ დიასახლისი ქვაბს მიწაზე წაღმა დაატრიალებდა და შესწირავდა ბარბოლის სახელზე, რომელსაც მეწველი საქონლის გამრავლებას და წველის ბარაქას შეევედრებოდა. ლოცვის დასრულებისთანავე ფაფას დაინაწილებდნენ და შეექცეოდნენ. ამ ფაფას ქალები ყურტმას, ხოლო კაცები ლჷშიდს უწოდებდნენ.

მ. ჩართოლანის ცნობით დული არის კვერი, რომელსაც ორშაბათს ამოყვანილი ყველი აქვს ჩართული.


ლიტერატურა

  • ვ. ბარდაველიძე. სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი. I. ახალწლის ციკლი. ტფ., 1939, გვ. 102, 179;
  • მ. ჩართოლანი. ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან. თბ., 1961, გვ. 225.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები