დუღაბი ქვის წყობისათვის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუღაბი ქვის წყობისათვის – საწყობე დუღაბი, რომელიც გამოიყენება ქვის კონსტრუქციების ასაგებად. შემვსების სახის მიხედვით არსებობს: მძიმე ანუ ცივი (მთის მჭიდრო ქანების, ბუნებრივი ქვიშის ან კვარცის ქვიშის დუღაბი 1500 კგ/მ3-ზე მეტი სიმკვრივით) და მსუბუქი ანუ თბილი (წიდის, პემზის, ტუფის ქვიშის დუღაბი სიმკვრივით 1500 კგ/მ3-ზე ნაკლები). ქვიშის მარცვლების სიმსხო ყველა სახის დუღაბისათვის არ უნდა აღემატებოდეს 2,5 მმ-ს; დუღაბის ძვრადობა მიიღება 9-13 სმ. დუღაბის დანამატებად გამოიყენება მაპლასტიფიცირებელი დანამატები (კირი, თიხა, სულფატის თუთქი, საპონნაფთი და სხვ.). შემკვრელის ტიპის მიხედვით გამოიყენება ცემენტის, კირის ან შერეული (ცემენტ-კირის, ცემენტ-თიხის) სახის დუღაბი. დუღაბის სიმტკიცის ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია შემკვრელის თვისებებსა და გამაგრების პირობებზე, ხოლო ადვილჩაწყობადობა – ძვრადობის ხარისხსა და წყალშეკავების უნარზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები