ებელცანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ებელცაი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ებელცან-ი || ებელცაჲ / ბჲასლეჲ (თაბ. Эбелцан, ლეზგ. Эбелцан || Эбелцай / Бялсей) – გაზაფხულისა და ახალი სამეურნეო წლის მფარველი ღვთაება დაღესტნურ (თაბასარანულ, ლეზგიურ) მითოლოგიაში; წარმოდგენილი ჰყავდათ ზოომორფული და ანთროპომორფული სახით; თაბასარანელებში, რომლებთანაც ებელცენი მდედრობითი სქესის ქალ-ღმერთია, გაზაფხულის დღეღამსწორების დღეს ეძღვნებოდა ამავე სახელწოდების დღეობა, ხოლო ლეზგებში ებელცაჲ / ბჲასლეჲ ჲარან სუვარის დღესასწაულზე ყავარჯნიანი მოხუცის (სოფ. ზიზიყი) ან ლეკვის (სოფ. ყარჩაღი) სახით ჩნდებოდა, საცხოვრებელში საკვამურიდან შემოდიოდა და მძინარე ბავშვებს ლოყებსა და შუბლს ულოკავდა. დღეობაზე ებელცან || ებელცაჲ / ბჲასლეჲს კერასთან შესაწირს (ღვეზელს, კვერცხსა და კაკალს) უდებდნენ და კეთილდღეობასა და უხვ მოსავალს ევედრებოდნენ.


ლიტერატურა

Сефербеков Р. И., Караханов С. С. Мифологические персонажи лезгин Карчагской долины: синкретизм традиционных верований и ислама // Исламоведение. 2015, № 1.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები