ებონიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ებონიტი – (ბერძ. ebenos შავი ხე) შავი ფერის მაგარი რეზინი, ნატურალური და სინთეზური კაუჩუკის პროდუქტი გოგირდის დიდი შემცველობით (კაუჩუკის მასის 30-50%). შეკავშირებული გოგირდის რაოდენობა ≈ 32%. რბილი რეზინისაგან განსხვავებით, ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, ებონიტს არ ახასიათებს მაღალელასტიკურობა და გვაგონებს მყარ პლასტმასს. ებონიტი კარგად ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას, არაჰიგრისკოპულია, არ ატარებს ჰაერს, მდგრადია მჟავების, ფუძეების, მარილების, ცხიმების მიმართ, კარგი ელექტროიზოლატორია. ამჟამად წარმოებაში თითქმის აღარ გვხვდება, რადგან ხმარებიდან პრაქტიკულად გამოაძევა პლასტმასმა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები