ეთნოსები საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეთნოსები საქართველოში

ეთნოსები საქართველოში


წინამდებარე კრებული საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის შესახებ საცნობარო ინფორმაციის სისტემატიზებული მიწოდების პირველი მცდელობაა.

ეთნიკური და რელიგიური მრვალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა და იმ ფაქტით, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სხვადახვა ეთნოსის წარმომადგენლები მკვიდრობენ და მშვიდობიანად ახერხებენენ თანაცხოვრებას, ჩვენ სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ.

საქართველოში ეთნოსებს შორის თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილების კვლევაძიება უნდა გახდეს ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის სამოქალაქო ინტეგრაციის სწორად წარმართვის მყარი საფუძველი.

ამ წიგნით სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი შეეცადა შეძლებისდაგვარად ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინა მკითხველისათვის საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის, მათი ისტორიის, სამეურნეო და საოჯახო ყოფის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

სტატიები, უმთავრესად, დალაგებულია საქართველოში ეთნიკური ჯგუფების დასახლების ისტორიული თანმიმდევრობის მიხედვით. თუმცა ოდნავ გადავუხვიეთ ამ წესს და სლავური წარმოშობის ერები ერთად დავაჯგუფეთ, ხოლო გერმანელები და ბალტიისპირელები - ერთად.

ეთნიკურ უმცირესობებზე სტატიების ციკლი საქართველოში ეთნოსების დასახლების, მათი სამეურნეო ყოფისა და საცხოვრებელი გარემოს, სულიერი და მატერიალური კულტურის შესახებ ზოგადი შესავალი სტატიით იწყება და სრულდება საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული პრობლემატიკის მიმოხილვით.

სტატიების საილუსტრაციოდ გამოყენებულია ცნობილი გერმანელი ეთნოგრაფის მაქს ტილკეს კავკასიური ტრადიციული კოსტიუმების სერია, ხოლო არჩილ ქიქოძის, ლევან ხერხეულიძის, მიტროპოლიტ იოსებ კიკვაძისა და გოგიტა ბუხაიძის ფოტონამუშევრები კრებულში დამოუკიდებელ თემატურ ხაზს ქმნიან.


გამოსაცემად მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ თბილისი 2008


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები