ელექტროგადამცემი ხაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი

ელექტროგადამცემი ხაზი – ელექტრული ქსელის ერთ-ერთი კომპონენტი, ენერგეტიკული მოწყობილობების სისტემა ელექტროენერგიის გადასაცემად ელექტრული დენის მეშვეობით, აგრეთვე ელექტრული ხაზი ასეთი სისტემის შემადგენლობაში, რომელიც გადის ელექტროსადგურის ან ელექტროქვესადგურის საზღვრებს გარეთ. განასხვავებენ საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი, რომლებიც არსებობს შემდეგი კატეგორიების: I – სიმძლავრით 330 კვ და მეტი; II – 154-220 კვ; III – 35-110 კვ; IV – 1-20 კვ-მდე; V – 1 კვ-მდე.

საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისათვის (გადატანისათვის) განკუთვნილი იზოლირებული სადენი (სადენები), რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე პარალელური შტოსაგან, შეერთებისათვის საჭირო აქსესუარებით (ქუროები, მომჭერები და სხვა არმატურა).

საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი

ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა (გადატანა).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები