ექსცენტრიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსცენტრიკა – (ლათ. ex – მიღმა, გარეთ და centrum – შუაგული, ცენტრი), კომიკური ჟანრის სახეობა, აგებული უაზრობასა და ალოგიზმზე. ენათესავება ჯამბაზურ ბუფონადას, ხშირად იყენებდნენ ბაზრობების თეატრალურ წარმოდგენებში.

ექსცენტრიკას მიმართავენ მუსიკალური შესრულების დროსაც. ამ შემთხვევაში მუსიკალურ ინსტრუმენტად შეიძლება გამოიყენონ ზანზალაკები, ქვები, ტაფები (და ა.შ.). ექსცენტრიკის ელემენტებს შეიცავდა მოხეტიალე მსახიობთა გამოსვლებიც. მის ხერხებს ფართოდ იყენებენ საცირკო ხელოვნებაში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები