ეწრობანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეწრობანა — საბავშვო თამაში. ბავშვები ეწრის ჯოხებით – წვრილად დახეთქილი და დაახლოებით ოცი-ოცდახუთი სანტიმეტრი სიგრძის ჯოხებით თამაშობდნენ. ეწერი უთუოდ კენტი უნდა ყოფილიყო: თხუთმეტი, ჩვიდმეტი, ოცდაერთი... ეწრის მოგრძო ჯოხებს ხელის გულზე დაილაგებდნენ და აიქნევდნენ. ჯოხებს ხელის ზურგით დაიჭერდნენ, კიდევ აიქნევდნენ და თითებით დაიჭერდნენ. დაჭერილი ეწერიც უთუოდ კენტი უნდა ყოფილიყო. თუ წყვილი აღმოჩნდებოდა, მაშინ თამაშს მომდევნო გააგრძელებდა. ყოველი დაჭერილი კენტი რაოდენობის ჯოხი მოთამაშეს რჩებოდა. ვისაც მეტი ჩხირი დაუგროვდებოდა გამარჯვებულიც ის იყო.


ლიტერატურა

ნოღაიდელი, 2015.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები