ვარიეტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარიეტე – (ფრანგ. variete, ლათ. varietas – მრავალსახეობა, ნაზავი) – თეატრების სახეობა, რომელთა სპექტაკლებში გაერთიანებულია დრამატული, მუსიკალური, ესტრადის და საცირკო ხელოვნების ჟანრები.

სახელწოდება წარმოიშვა თეატრიდან „ვარიეტე“, რომელიც დაარსდა პარიზში 1720 წელს ტერმინი „ვარიეტე“ დასავლეთში უფრო ფართო გაგებით იხმარება და შეესატყვისება „ესტრადას“. მასში ნაგულისხმევია კაბარეს და ბურლესკური თეატრების წარმოდგენები. ვარიეტეს სპექტაკლები უმეტესად ატარებს მსუბუქ, გამრთობ ხასიათს. მის წიაღში აღმოცენდა და დამკვიდრდა რევიუს ჟანრი, რომელშიც ცალკეული ნომრები გაერთიანებულია პირობითი სიუჟეტით. როგორც სანახაობითი ქმედების სახეობა, ვარიეტე გავრცელდა XIX-XX სს. მიჯნაზე კაპიტალისტური ქვეყნების უმსხვილეს ქალაქებში (ძირითადად, დედაქალაქებში). საფრანგეთში ვარიეტეს წინამორბედებად მიჩნეულია პარიზული კაფეშანტანები და კაბარეები, სადაც არტისტული ბოჰემა აწყობდა იმპროვიზაციულ დივერტისმენტებს, კამერულ, ინტიმურ წარმოდგენებს შანსონიეების და ცირკის არტისტების მონაწილეობით.

XX საუკუნის 20-იანი წწლების დასაწყისიდან იშლება ზღვარი ვარიეტესა და კაბარეს შორის. ქრება ვარიეტეს ძირითადი ნიშანი მაგიდები სცენის წინ, რაც მას აკავშირებდა რესტორანთან. დასავლეთში ყველაზე დიდი და თანამედროვე თეატრი-ვარიეტეებია „ფოლი ბერჟერი“ და „ლიდო“ პარიზში, „პალადიუმი“ – ლონდონში.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები