ვარსკვლავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარსკვლავა

ვარსკვლავა – (Astrantia maxima Pall.); ოჯახი: ქოლგოსნები (Apiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, სიმაღლე – 40-70 სმ. შიშველი, წვრილღარებიანი. ზედა ნაწილში მცირედ დატოტვილი. ფესვთანური და ღეროსეული ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, ფოთლის ფირფიტა თითქმის ძირამდეა სამად განკვეთილი. შუა სეგმენტი ვიწროა, ელიფსური, გვერდითები – ფართო-კვერცხისებური. კიდეები ჯაგრიანი და ორმაგკბილიანია. ყვავილედი ქოლგაა, საბურველის ფოთოლაკი დიდია – 8-12, ელიფსური, წაწვეტებული, ქოლგებს თითქმის ორჯერ აღემატება. ზედა მხარეზე მწვანეა, ქვედაზე – ვარდისფერი ან წითელი. ყვ. ნაყ. VII-IX. მაღალმთის მცენარეა, იზრდება ველობებსა და ტყისპირა ადგილებში. ნახვა შესაძლებელია გომბორზე, თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე (სოფელ ომალოს მიდამოებში). ფართოდაა გავრცელებული თითქმის მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები