ვარსკვლავი (საეკლესიო ნივთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარსკვლავი

ვარსკვლავი - საღმრთისმსახურო ნივთი, ერთ-ერთი წმინდა ნივთთაგანი, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან შუაში ხრახნით შეერთებული ბოლოებმოხრილი ლითონის ორ ფირფიტას. ეს ფირფიტები ისეა შეერთებული, რომ შესაძლებელია როგორც მათი დაკეცვა, ისე გაშლაც. ჯვრის სახით ვარსკვლავი ფეშხუმზე წმინდა ტარიგის ზემოდან იდგმება, რათა მას (ტარიგს) დაფარნა არ შეეხოს.

ვარსკვლავი იმ ვარსკვლავის სიმბოლოა, რომელმაც აღმოსავლელი მოგვები ბეთლემში ქრისტეს დაბადების ადგილთან მიიყვანა თაყვანსაცემად. ვარსკვლავი დაკეცილ მდგომარეობაში ნიშნავს უფალ იესო ქრისტეს განუყოფელ ორბუნებოვნებას, რომელიც ცალ-ცალკეა და ამავე დროს, განუყოფელიცაა. გაშლილ მდგომარეობაში კი გამოხატავს ბეთლემის ვარსკვლავს (შობა) და ჯვარს, უფლის წამების იარაღს, რომელზე ვნებითაც მან კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა. ისევე, როგორც ვარსკვლავი აერთიანებს უფლის ორბუნებოვნებასა და ჯვარს, ასევეა გაერთიანებული პროსკომიდიაშიც (კვეთა), ერთდროულად უფლის დაბადება და სიკვდილი. ღმრთისმსახურებაში ვარსკვალავის შემოტანას ძველი ავტორები ერთსულოვნად მიაწერენ წმ. იოანე ოქროპირს (V ს.)

ლიტერატურა

საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005, 2004, მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002. Настольная книга священнослужителя, т. 4, М. 1983. ხ.ც.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები