ვაჩნაძე ბარძიმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჩნაძე ბარძიმ − XVII საუკუნის I ნახევრის პოეტი, ქართველ მეფეებთან დაახლოებული პირი; პატრი იოსებ ჯუდიჩი 1640 წელს რომში გაგზავნილ წერილში მას იხსენიებს ბრძენ და უკეთილშობელის ადამიანად. ფირდოუსის „შაჰნამეს” ქართული ვერსიების ერთ-ერთი ციკლის, „უთრუთიანსაამიანის”, გამლექსავი. ბარძიმ ვაჩნაძე ზუსტად მისდევს ქართულ პროზაულ ტექსტს, მისი ლექსი საკმაოდ გამართულია, იგრძნობა რუსთველის დიდი გავლენა. მისი თხზულება დაიწერა ოდიშში, ლევან II დადიანის კარზე. ტექსტს აკლია დასაწყისი და დასასრული.



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები