ვახტანგოვი ევგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევგენი ვახტანგოვი

ევგენი ვახტანგოვი – (1883-1922), რუსეთში მოღვაწე (დაიბადა რუსულ-სომხურ ოჯახში) რეჟისორი, მსახიობი. 1911 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო მოსკოვის სამხატვრო თეატრში. გახდა სტანისლავსკის მოწაფე. მისი შესრულება გამოირჩეოდა ფსიქოლოგიური სიღრმით, დახასიათების სიზუსტით და სიმახვილით, გარეგნული ნახაზის გრაფიკული დამუშავებით, ფორმის გამოკვეთილობით. მან გროტესკი გამოიყენა როგორც პერსონაჟის დახასიათების უმძლავრესი საშუალება. როლის შექმნის პროცესში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ჟესტს. ყოველივე ეს ნათლად აისახა მის ბოლო ნამუშევარში „პრინცესა ტურანდოტი“, რომელიც დღემდე შემორჩენილია მისივე სახელობის მოსკოვის თეატრში, როგორც მემორიალური სპექტაკლი. გაზარდა მსახიობების მთელი პლეადა.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები