ვებსტერი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯონ ვებსტერი – (ინგ. John Webster, 1570(1580?) – 1625(1634?), ინგლისელი დრამატურგი. ძირითადად წერდა სხვა დრამატურგებთან თანაავტორობით. ტ. დეკერის მონაწილეობით არის დაწერილი პიესები „ლედი ჯეინი“, „აბა, დასავლეთისაკენ!“, „აბა, ჩრდილოეთისაკენ! ტრაგიკული ჟანრის შედევრებადაა მიჩნეული პიესები „თეთრი ეშმაკი“ და „მალფის ჰერცოგინია“. ამ პიესებში მან შექმნა ძალზედ მნიშვნელოვანი ქალთა მხატვრული სახეები. იგი არის შექსპირის შემდეგ აღორძინების ხანის პოეტური ტრაგედიების შემქმნელი ერთ-ერთი დიდი დრამატურგი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები