ვინილის იატაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვინილის იატაკი

ვინილის იატაკიიატაკის მრავალფენიანი კომპოზიტური საფარველი, რომელიც ძირითადად შედგება ზედა, შუა და ქვედა შრისაგან. ზედა შრე – თერმოპლასტიკი ან მაღალი სიმტკიცის ვინილის ფირი; ეს შრე გამჭვირვალეა; მისი დანიშნულებაა დაიცვას იატაკი მექანიკური დაზიანების, დარტყმების, ხახუნის, ქიმიური რეაქტივებისაგან და ა.შ. ზედა შრის სისქეზე და ხარისხზეა დამოკიდებული იატაკის ცვეთამედეგობის კლასი. ზედა შრის ქვეშ ეწყობა ე.წ. „ნახატი”, რომელიც არის ნატურალური მასალის იმიტაცია, აბსტრაქცია ან უბრალოდ ერთი ფერის ზედაპირი. ის დაიტანება ვინილის ფირზე ტრაფარეტული ბეჭდვის ან ჰელიოგრავიურის მეთოდით და იფარება სპეციალური ლაქით. შუა შრე – დაწნეხილი კვარცის ნაფხვენი, უზრუნველყოფს საფარვლის სიმტკიცეს, სიმაგრეს, სიხისტესა და დრეკადობას. ქვედა შრე – ვინილის საფუძველი, ახდენს საფარვლის სტაბილიზაციას, აქრობს რხევებსა და ხმაურს იატაკზე სიარულისას. ეს სამი შრე შეერთებულია ერთმანეთთან ცხელი დაწნეხის მეთოდით სხვადასხვა პლასტიფიკატორისა და სტაბილიზატორის დამატებით. ასეთი იატაკები მიეკუთვნება არაეკოლოგიურს. მზადდება ფილის ან რულონის სახით. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ: საყოფაცხოვრებოს, კომერციულსა და სპეციალურს. გამოირჩევა სიმტკიცით, თბო- და ბგერაიზოლაციით, ხანგამძლეობით, ფერთა ფართო გამით, წყალუჟონადობით, დაგების სიმარტივით, ექს-პლუატაციის სიიაფით, ანტისტატიკურობითა და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები