ვირუსული დამბლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Virusi1.PNG

ვირუსული დამბლა - ზრდადასრულებული ფუტკrის დაავადებაა, თან ახლავს მასიური დაღუპვა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ცხელი ამინდი და ბუდეში ჭეოს უქონლობა. მისი აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსი.

დაავადების ნიშნები მიმდინარეობს მწვავე და ქრონიკული ფორმით. მწვავე ფორმის შემთხვევაში ფუტკრის დაღუპვა იწყება პირველი სიმპტომებიდან 3-5 დღის შემდეგ ქრონიკული ფორმის დროს 30-40 დღის შემდეგ. დაავადების ნიშანია საფრენ ფიცარზე და სკის ახლოს მიწაზე დიდი რაოდენობით შავი, მბზინავი ფუტკრის გაჩენა, რომლებიც ფრენის უნარს კარგავენ, უკანკალებთ ფრთები და სხეული, დარღვეული აქვთ მოძრაობის კოორდინაცია, ფრთები და ფეხები გაწეულია. შეიძლება სრული დამბლა განვითარდეს და ბოლოს ფუტკარიც დაიღუპოს. სკის ახლოს ბევრი დაღუპული ფუტკარია, შეიგრძნობა აყროლებული თევზის სუნი. დიაგნოზს ადგენენ გარეგანი ნიშნებისა და ვირუსოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. ლაბორატორიული ანალიზისათვის თითოეული საეჭვო ოჯახიდან 20-30-მდე ცოცხალ ფუტკარს არჩევენ, მათ ათავსებენ ვაზელინიან ფორმალინში, ან 30% იან გლიცერინში.

ბრძოლის ღონისძიებები დიაგნოზის დაზუსტებისთანავე საფუტკრეს კარანტინს ადებენ. სკებს ჩრდილავენ, ფუტკარს აძლევენ შაქრის სიროფს, რომელსაც ბიომიცინს 1 ლ სიროფზე 400 ათასი ერთეული, საფუარსა და რძეს უმატებენ. სამკურნალო სიროფს თითო ჩარჩოზე აძლევენ 100-150 გ-მდე 3-ჯერ, ორ-ორი დღის შუალედით. შეიძლება ბიოვიტის ფხვნილის გამოყენებაც. მას ფიჭის ზედაპირზე აფრქვევენ. ფუტკრის ოჯახზე აფრქვევენ 5 გ ბიოვიტ-40-ს ან 2,5 გ ბიოვიტ-80-ს. კარანტინს ხსნიან ფუტკრის გაჯანსაღებიდან ერთი წლის შემდეგ.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები