ზამთრის ნელისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალაგირის შავი ანუ ზამთრის ნელისი

ზამთრის ნელისი ან ალაგირის შავი(Nelis d’hiver, Bonne de Malines, Winter Nelis), მსხლის ჯიში ზამთრის ნელისი, საქართველოში, სახელდობრ, აფხაზეთში, ცნობილია ალაგირის შავის სახელწოდებით.

ზამთრის ნელისი 1815 წელს ბელგიაში იქნა მიღებული ორიგინატორ ნელისის მიერ როგორც თესლნერგი. იგი გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში. უმთავრესად გვხვდება ჩრდილოეთ კავკასიაში (სოფ. ალაგირი ქ. ორჯონიკიძის მახლობლად მდებარე სოფელია).

საქართველოში კი დასავლეთ ნაწილში გვხვდება თითო-ოროლა ხე, უფრო ხშირად აფხაზეთში. სხვაგან საქართველოში მას ვხვდებით როგორც პომოლოგიურ ნიმუშს (მაგ. სკრაში).

ალაგირის შავის ყვავილი

ნაყოფი საშუალო ზომისაა, 70X60 მმ., ხან უფრო წვრილი, მოკლე მსხლისებრი მოყვანილობისაა; ნაყოფის ფორმა ცვალებადია.

ჯამი ღია აქვს და ზის საკმაოდ ღრმა და განიერ ღრუში.

ნაყოფის ყუნწი საშუალო სიგრძისაა, ოდნავ მოხრილი ან სწორი, ზის პატარა ირგვლივ ბორცვიან ღრუში.

ნაყოფის კანი თხელია, მოკრეფისას მწვანეა, შემდეგში ყვითლდება, ზევიდან ნაყოფი დაფარულია მრავალი ჟანგაროს წერტილით და ხალით; ხანდისხან ნაყოფი მთლიანად დაფარულია, საერთო ელფერი ნაყოფს მიმზიდველი არა აქვს.

ნაყოფის ხორცი მოყვითალო-მოთეთროა, მდნარი, ძლიერ წვნიანი, მომჟავო-მოტკბო შეხამებული გემოსი. მოხმარებითი სიმწიფე დეკემბერ-იანვარში უდგება.

ხე სუსტად იზრდება, ინვითარებს ტოტებდაშვებულ, გაურკვეველი ფორმის ვარჯს. ტოტები წვრილი აქვს, ხშირად ეკლიანი. ვეგეტაციას გვიან იწყებს. ხე კარგი ყინვაგამძლეა. გარემო პირობებისადმი დიდად მომთხოვნია. ადრე შედის მოსავლიანობაში; უხვმოსავლიანი ჯიშია, ყვავილობა გვიანი იცის. ყვავილი თვითსტერილია; თვითონ კი მსხლის სხვა ჯიშების კარგი გამანაყოფიერებელია. ნაყოფი ქარისაგან ადვილად არ სცვივა; ქეცით საკმაოდ ძლიერ ავადდება ჭარბ-ტენიანი ჰავის პირობებში. საერთოდ ალაგირის შავი კარგი სუფრის ჯიშია, მაგრამ ჩვენში ფართო ხასიათის საწარმოო ჯიშად არ არის გამოსადეგი; უფრო მეტად ბაღის მოყვარულთა ჯიშად უნდა ჩაითვალოს. სუსტ საძირეზე – კომშზე, ვერ გვარობს. მოითხოვს მოკლე გასხლვას. ძლიერ ნოყიერ ნიადაგზე კარგად იზრდება.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები