ზაფრანი (ატმის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაფრანი

ზაფრანი - ატმის სომხური ჯიშია. გავრცელების მხრივ მეორე ადგილი უჭირავს. საქართველოს რაიონებში ნაკლებად არის გავრცელებული, მაგრამ თავისი კარგი თვისებების გამო პერსპექტიულ ჯიშად უნდა ჩაითვალოს.


ზამთრის ყინვების კარგი ამტანია, უხვმოსავლიანი, ძლიერ ზიანდება სოკოვანი დაავადებით. ნაყოფის გემოს მაღალი ხარისხის გამო საუკეთესო საკონსერვო ჯიშად ითვლება და მისაღებია აგრეთვე როგორც სუფრის ჯიში.

სიმწიფის დრო ნარინჯისას მოსდევს. ხე ძლიერი განიერ–პირამიდული ზრდისაა, ხშირი დატოტვით და უხვად შეფოთლილი. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, ზოგჯერ მსხვილი, კვერცხისებრი ფორმის, ბოლოში წაგრძელებული დიდი ნისკარტით.

ნაყოფის კანი მკვრივია, სქელი, მოყვითალო ზაფრანის ფერისა, მუქი წითელი ზოლებით, ხავერდისებრი შებუსვით. ნაყოფის ხორცი მკვრივია, ყვითელი, ტკბილი, მცირე მჟავეობით და ცოტათი მწკლარტე სახრავი ჯიშია.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები