გურული ზაქარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზაქარია გურული-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაქარია გურული

გურული ზაქარია - (დ. - 1878, სოფ. წირაქვალი, შორაპნის მაზრ. - გ. - 1937, ტარი) - სოციალ-დემოკრატი მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

თავდაპირველად მოჯამაგირეობას ეწეოდა, ხოლო შემდგომ ჭიათურის მაღაროებში დაიწყო მუშაობა. აქტიურად ჩაება 1905-1907 წლების რევოლუციაში. ამ პერიოდში დაპატიმრებულიც იყო, თუმცაღა გაქცევა მოახერხა. ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, წერდა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში: „ჩვენი სიტყვა“, „ცხოვრების სარკე“, „წყარო“ და სხვ. მისი წერილების დიდი ნაწილი მუშათა პრობლემებს ეხებოდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დროს მენშევიკებს მიემხრო და ამ პოზიციაზე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. რევოლუციური საქმიანობისთვის ზ. გურული გადაასახლეს ადმინისტრაციული წესით როსტოვში, ფარულად დაბრუნდა თბილისში, მაგრამ კვლავ დააპატიმრეს 1914 ნოვოჩერკასკში, ხოლო 1916 ვერხოლენსკში გადაასახლეს.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გათავისუფლდა. 1918 იყო ეროვნული საბჭოს წევრი, 1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა დამფუძნებელი კრების წევრი. იყო სახალხო გვარდიის შტაბის წევრი. მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში.

1921 ზ. გურული ბოლშევიკებმა დააპატიმრეს, თავდაპირველად მეტეხის ციხეში იჯდა, შემდეგ რუსეთში გადასახლება მიესაჯა. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში. 1937 წლის რეპრესიების დროს გადასახლებაში დახვრიტეს.

ნოდარ ჩხაიძე

ლიტერატურა

ზ. გურული, მოგონება [რედ. გურამ ყორანაშვილი], თბ., 2005.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ზაქარია გურული‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები