თებერვლის რევოლუცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თებერვლის რევოლუციის პირველი დღეები

თებერვლის რევოლუცია – (რუს: Февральская революция,) 1917 წლის 27 თებერვალს რუსეთში მოხდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია, რომელმაც გამოიწვია მონარქიის დამხობა და დროებითი მთვრობის ფორმირება.

სარჩევი

რევოლუციის მიზეზები

1914 წლის 1 აგვისტოს რუსეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება. ომის მესამე წელს ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სწრაფი დეგრადაციის გზით მიმავალი სახალხო მეურნეობის ყველა დარგი სრული გაჩანაგების ზღურბლს მიუახლოვდა. ომის შედეგად გამოწვეულმა სამეურნეო ნგრევამ მკვეთრად გააუარესა სოფლის მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა.

ცარიზმის მოუმზადებლობა ომისათვის უარყოფითად მოქმედებდა ჯარის მორალურ განწყობილებაზე. ჯარისკაცებს აკლდათ შეიარაღება, ტანსაცმელი, სურსათი.

1916 წლის მიწურულისათვის ცხადი გახდა, რომ ცარიზმს ომის გაგრძელება აღარ შეეძლო. ფრონტი და ზურგი მოიშალა. ქვეყნად შიმშილობამ დაისადგურა. ომის საწინააღმდეგო მოძრაობამ მასობრივი ხასიათი მიიღო.

პურის რიგი 1917 წელი

რევოლუციის დაწყება

1917 წლის 21 თებერვალს (6 მარტის) რუსეთის დედაქალაქში დაწყებული „პურის ბუნტი“, (მოსახლეობა პურის მაღზიებსა და საცხობებს არბევდა შეძახილებით „პური, პური!“) 23 თებერვალს მძლავრ გაფიცვებსა და მანიფესტაციებში გადაიზარდა. მღელვარების დაწყებიდან მეოთხე დღეს პეტროგრადი საყოველთაო გაფიცვამ მოიცვა. გაფიცულთა შორის იყო 305 ათსი კაცი და 421 საწარმო. მალე მუშათა დემონსტრაციები შეიარაღებულ გამოსვლად იქცა. მუშებს მხარი დაუჭირეს ჯარისკაცებმა. აჯანყებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო. მთავრობას ყველა ცდა შეეკავებინა მასების რევოლუციური ზეწოლა, ამაო გამოდგა.

თავრიდის სასახლის აღება

27 თებერვალს საღამოს, მუშათა და ჯარისკაცთა უზარმაზარმა მასამ თავრიდის სასახლე დაიკავა. რუსეთის სათათბიროს დეპუტატების გადაწყვეტილებით მოეწყო „დახურული თათბირი“, რომელმაც უხუცესთა საბჭოს მიანდო სათათბიროს დროებითი კომიტეტის არჩევა ქალაქში წესრიგის დასამყარების მიზნით.

სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტი

სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტი

უხუცესთა საბჭოს მიერ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ორგანო - სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტი. რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ: ოქტომბრელი მ. ვ. როზიანკო (თავმჯდომარე), „პროგრესული ბლოკის“ წევრები: ნ. ვ. ნეკრასოვი, ა. ი. კონოვალოვი. ი. ი. დმიტრუკოვი, ვ. ვ. შულგინი, ს. ი. შიდლოვსკი, პ. ნ. მილიუკოვი, მ. ა. კარაულოვი, ვ. ყ. ლვოვი, ვ. ა. რჟევსკი, ი. ნ. ეფრემოვი. მენშევიკი ნ. ს. ჩხეიძე, „ტრუდოვიკი“ ა. ფ. კერენსკი

28 თებერვლის ღამეს სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტი ხელისუფლებას თავის ხელში იღებს.

პეტროგრადის საბჭოს დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი

რუსეთის სათათბიროს მენშევიკური ფრაქციის წევრებმა დაიწყეს მომავალი სამოქმედო გეგმის განხილვა. მათი აზრით დაუყოვნებლივ უნდა შექმნილიყო მუშათა დეპუტატთ საბჭოები. ფრაქციის წევრი მენშევიკებისა და მუშათა ჯგუფებიდან ჩამოყალიბდა ძირითადი ბირთვი, რომელსაც შეუერთდნენ ჟურნალისტები და სოციალისტური პარტიის წევრები. ამგვარად შეიქმნა პეტროგრადის საბჭოს დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ: კ. ა. გვოზდევი, ბ. ო. ბოგდანოვი, ნ. ს. ჩხეიზე, მ. ი. სკობელოვი, ნ. ი. კოპელინსკი, კ. ს. გრინევიჩი ნ. დ. სოკოლოვი, გ. მ. ერლიხი.

ნიკოლოზ II

ნიკოლოზ მეორის გადადგომა

2 (15) მარტს დროებითი კომიტეტის წევრები გუჩკოვი და შულგინი ნიკოლოზ მეორეს ფსკოვში ეახლნენ. მათ მეფეს მოთხოვეს, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, უარი ეთქვა ტახტზე თავისი ვაჟის სასარგებლოდ, რომელიც ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებდა. მეფემ მათ უპასუხა, რომ ჯერ კიდევ დილით თქვა უარი ტახტზე შვილის სასარგებლოდ. მაგრამ ეხლა ხვდება, რომ ვერ შეძლებს შვილთან განშორებას, ამიტომ იგი ტახტზე უარს ამბობს ორივეს სახელით. ნიკოლოზ მეორემ გუჩკოვსა და შილინს გადასცა აქტი გადადგომის შესახებ, თავსი ძმის მიხეილ მეორის სასარგებლოდ.

მიხეილ მეორის რუსეთის ტახტზე უარის თქმის აქტი

ნიკოლოზ მეორის მიერ ძმის სასარგებლოდ ტახტის დათმობის ფაქტმა დროებითი კომიტეტის წევრებს შორის დაბნეულობა გამოიწვია. მათ გადაწყვიტეს:

  1. არ გამოექვეყნებინათ მეფის მიერ ხელმოწერილი აქტი;
  2. სასწრაფოდ მოეწყოთ შეხვედრა მიხეილ მეორესთან რათა დაერწმუნებინათ იგი უარი ეთქვა ტახტზე;
  3. ორივე გადადგომის აქტი გამოექვეყნებინათ ერთდროულად.

2 (16) მარტს დროებითი მთავრობის წევრები შეიკრიბნენ თავად პუტიატინის სახლში, სადაც 5 დღის განმავლობაში იმალებოდა მიხეილ ალექსანდრეს ძე. უმრავლესობა მიხეილს ურჩევდა უარი ეთქვა ტახტზე. მხოლოდ პ. ნ. მილიუტკოვი და ა. ნ. გუჩკოვი მომხრე იყვნენ მიხეილი რუსეთის ტახტზე ასულიყო. მიხეილმა გადაწყვეტილების მიღებამდე მოითხოვა პრივატული მოლაპარაკებები თავად ლვოვთან და როდზიანკოსთან. მოლაპარაკების შემდეგ მიხეილ მეორემ ხელი მოაწერა სამეფო ტახტზე უარის თქმის აქტს.

ნიკოლოზისა და მიხეილის მიერ ხელმოწერილი ორივე აქტი 1917 წლის 4 (17) მარტს გამოქვეყნდა გაზეთ «Вестнике Временного правительства»-ში

რუსეთის იმპერიის სათათბირომ თებერვლის რევოლუციის შემდეგ პრაქტიკულად შეწყვიტა მუშაობა. სათათბირო საბოლოოდ დათხოვნილ იქნა 1917 წლის 6 (19) თებერვალს.

ამიერკავკასია

1917 წლის თებერვლის რევოლუციის გამარჯვებით არსებობა დაასრულა კავკასიის სამეფისნაცვლომ, რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების სამართალმემკვიდრემ - რუსეთის დროებითმა მთავრობამ - ამიერკავკასიის მართვა-გამგეობა ჩააბარა სამხარეო ხელისუფლების ორგანოს - ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს. ახალი სამხარეო ხელისუფლების ორგანო „ოზაკომი“ დაკომპლექტდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კავკასიელი დეპუტატებით.

იხილეთ აგრეთვე

რევოლუციის დღეები პეტროგრადში" გაზეთი ერთობა 1917 წლის 25 მარტი

წყარო

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები: 8 ტომად / ტ. 6: საქართველო 1900-1921 წლებში / რედ.: აკ. სურგულაძე, ნ.გ. მარგიანი, ა. ბენდიანიშვილი, ა. კიკვიძე და სხვ. - 1972. - 789 გვ.
  • გერგედავა-ჭელიძე, ზაირა. აკაკი ჩხენკელის პოლიტიკური მოღვაწეობა (1898-1918) / [რედ.: ვახტანგ გურული]; თსუ. - თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2002. - 128გვ.;
  • Коктов Г. М. „Февральская революция“ , 1997
  • Санкт-Петербург, Петроград, Ленинград. Энциклопедический справочник/ Ред. Колегия: Л Н Белова и др – Большая Российская Энциклопедия. 1992.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები