ამიერკავკასია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამიერკავკასია

ამიერკავკასია - კავკასიონის ქედის სამხრეთი რეგიონი. ამიერკავკასიას განეკუთვნება კავკასიონის სამხრეთ კალთის უმეტესი ნაწილი. კოლხეთისა და მტკვრის მთათაშორისი ბარი, ამიერკავკასიის მთიანეთი, თალაშის მთები და ლენქორანის დაბლობი.

XX საუკუნის პოლიტიკური ტერმინოლოგიით „ამიერკავკასია“ (Закавка́зье) რუსულიდან მოდის და ნიშნავს კავკასიონის ქედს მიღმა არსებულს. დღეს ფართოდ გამოიყენება უფრო ნეიტრალური ტერმინი – სამხრეთ კავკასია. პოლიტიკურად იგი მოიცავს სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს – სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს.

სარჩევი

საქართველო

საქართველო მდებარეობს სამხრეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში. დასვლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთ-დასავლეთიდან - თურქეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - სომხეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი.

ტერიტორია - 69,7 ათასი კვადრატული კილომეტრი.

დედაქალაქი - თბილისი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

აზერბაიჯანი მდებარეობს სამხრეთ კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება: ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია (დაღესტანი), ჩრდილო-დასავლეთით - საქართველო, სამხრეთ-დასავლეთით - სომხეთი და თურქეთი, სამხრეთით - ირანი, აღმოსავლეთით - კასპიის ზღვა.

ტერიტორია - 86. 600 კვადრატული კილომეტრი.

დედაქალაქი - ბაქო.

სომხეთის რესპუბლიკა

სომხეთი სამხრეთ კავკასიის მთიანეთში მდებარეობს. ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველო, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, დასავლეთით - თურქეთი, სამხრეთით - ირანი.

ტერიტორია - 29,8 ათასი კვარეტული კილომეტრი.

დედაქალაქი - ერევანი.

ამიერკავკასიის ხალხთა ენობრივი ჯგუფები

  • კავკასიურ ენათა ჯგუფი - ქართველები (ქართული ენის ქართული, მეგრულ-ჭანური (ლაზური), სვანური განშტოებებით).
  • ინდოევროპელი ენათა ჯგუფი - სომხები.
  • თურქულენოვან ენათა ჯგუფი - აზერბაიჯანელები.

ამიერკავკასიის ხალხთა ტრადიციული ეკონომიკა

ამიერკავკასიის ხალხთა ტრადიციული ეკონომიკა ემყარება სოფლის მეურნეობას, მესაქონლეობას (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხვარი) და შინამრეწველობას.

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა

ბოლშევიკების მიერ რუსეთის სათათბიროს დაშლის შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატმა 1918 წლის 10 თებერვალს მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ამიერკავკასიის დემოკრატიულმა ფედერაციულმა რესპუბლიკამ 1918 წლის 26 მაისამდე იარსება.

წყარო

  • ჩიქოვანი, ნინო. რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ.; 29სმ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები