ზემტკიცე ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემტკიცე ბეტონიბეტონის სახეობა, რომლის სიმტკიცე 125 მპა-ზე მეტია. ასეთი ბეტონების წარმოება განაპირობა ბოლო წლებში მიღწეულმა წარმატებებმა ბეტონის ტექნოლოგიაში. დამუშავდა და ფართო გავრცელება პოვა ახალმა ეფექტურმა შემკვრელებმა, ბეტონისა და შემკვრელის მოდიფიკატორებმა, აქტიურმა მინერალურმა დანამატებმა და შემავსებლებმა, ბოჭკოებით დაარმირებამ, სამშენებლო კომპოზიტების მიღების ახალმა ტექნოლოგიურმა საშუალებებმა და მეთოდებმა. არსებითად გამდიდრდა ჩვენი წარმოდგენა ბეტონის სტრუქტურასა და თვისებაზე, სტრუქტურაწარმოქმნის პროცესზე, გაჩნდა თვისებების პროგნოზირებისა და მასალის მახასიათებლების აქტიური მართვის შესაძლებლობა. წარმატებით ვითარდება ბეტონის კომპიუტერული დაპროექტება და ტექნოლოგიური პროცესების ავტომატური მართვა. ზემტკიცე ბეტონის თვისება ნორმირდება კუმშვის სიმტკიცის მაჩვენებლით. ევროსტანდარტი EN 206 ითვალისწინებს ბეტონის სიმტკიცის B115 კლასს, ნორვეგიული ნორმა – B105 კლასს, იაპონური და ინგლისური – B80, რუსული ნორმა – B60-ია, ამერიკული ნორმებით ზემტკიცე ბეტონის სიმტკიცის ზედა ზღვარი მითითებული არ არის. თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში ზემტკიცე ბეტონების წარმოებაში გამოჩნდა უნივერსალური რეაქტიული ფხვნილის კომპონენტი – სპეციალური მაღალი სიმტკიცის ფიბროშევსებული დუღაბი მიკროკაჟბადისა და სუპერპლასტიფიკატორის შემადგენლობით, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ ბეტონი კუმშვის სიმტკიცით მეტი 200 მპა-ზე. ზემტკიცე ბეტონი ეკონომიკურად მეტად ეფექტური საშენი მასალაა, რადგან ამცირებს კონსტრუქციის განივკვეთსა და მასას, არმატურის ხარჯს, საძირკვლის წონას და ა.შ. მაგრამ მისი გამოყენება სეისმურ რეგიონში – საქართველოში პრობლემატურია კონსტრუქციების დიდი სიხისტეების გამო და სათანადო მეცნიერულ შესწავლასა და ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავებას საჭიროებს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები