მარუშიანი ზვიად

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზვიად მარუშიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზვიად მარუშიანი - კლდეკარის ერისთავი დაახლ. 988-1021 წწ. ვინ ჩაანაცვლა კლდეკარის ერისთავად რატი (I) ბაღვაში, „მატიანე ქართლისაი“ არაფერს იუწყება, სამაგიეროდ, ამ ხარვეზს ავსებს ეპიგრაფიკული მასალა. ლივადის (თრილეთი) წარწერაში კლდეკარის ერისთავად ჩანს ბაგრატ III-ის ერთგული თანამებრძოლი ზვიად მარუშიანი. სამოხელეო ტიტულის გარეშე იხსენიებს ამავე პირს დიდი გომარეთის (თრიალეთი) 1023 წ-ის წარწერა, საიდანაც ირკვვა, რომ ეკლესიის ბალავარი ჩადებულა იმ დროს, როცა ზვიად მარუშიანი მეფე გიორგის I-ს შეურისხავს. ამ წარწერათა მონაცემების თანახმად, ზვიად მარუშიანს კლდეკარის ერისთაობა უნდა ჰქონოდა რატი ბაღვაშის შემდგომ, 988-1023 წწ-ებში (ა. ბაქრაძე). სხვაგვარი დათარიღებით, ზვიად მარუშიანი კლდეკარის ერისთავი უნდა ყოფილიყო 988 წ-იდან დაახლ. 1016 წ-მდე (მ. ბახტაძე). მკვლევართა მიერ იგივე ზვიად მარუშიანი ჩანს ჯავახეთის ერისთავად, მხოლოდ ქრონოლოგიური ჩარჩოების დადგენა ძნელდება.


წყაროები და ლიტერატურა

  • ბაქრაძე 1959: 59, 60-61;
  • მეტრეველი 1973: 50;
  • ბახტაძე 2003: 176.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები