ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საფეხურები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საფეხურები - ზოგადი განათლება სკოლებში იყოფა სამ საფეხურად: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო - 7-9 ხოლო საშუალო - 10-12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1-9 კლასებს.

სარჩევი

დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანები

დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

  • ჩამოაყალიბებინოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ საბაზო საფეხურზე ეფექტურად სწავლისთვის;
  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად;
  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება.

საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია

საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

  • მიაღწევინოს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში აღწერილ საგანმანათლებლო იდეალებს;
  • ჩამოაყალიბოს წინაპირობები მოსწავლეების მომავალი არჩევანისთვის, აპირებს თუ არა სწავლის გაგრძელებას მომავალში და თუ აპირებს - რა სახით;
  • შეუქმნას მოსწავლეს საფუძველი ინფორმაციის, უნარჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში.

საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანები

საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

  • დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში აღწერილი იდეალების მიღწევაში;
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეს საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მიღებაში;
  • დაეხმაროს მოსწავლეს სწორი არჩევანის გაკეთებაში (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში)


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები