ზღვის კალმახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზღვის კალმახი

ზღვის კალმახი - ზღვის კალმახი (კუმჟა), რომლის მაქსიმალური სიგრძე და წონა - 140 სმ TL, 50 კგ, ხოლო მაქსიმალური ასაკი - 38 წელია, ზღვის ბინადარი კალმახია. ის გარეგნული მსგავსების გამო, ხშირად ერევათ ახალგაზრდა ორაგულში. ზღვის კალმახიც, ორაგულის მსგავსად, გასამრავლებლად მდინარეებში შედის (ძირითადად, მარტიდან ივლისამდე პერიოდში). აქედან მოდის მითი იმის შესახებ, რომ თურმე, ნაკადულის კალმახი ზღვაში გასვლის შემდეგ ორაგულად გარდაიქმნება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს ორი, სხვადასხვა სახეობაა, რომლებიც საწყის ეტაპზე გარეგნულად და გამრავლების თვისებითაც ერთმანეთს გვანან. აღსანიშნავია, რომ ზრდასრული ორაგული ბევრად დიდი ზომისაა, ვიდრე ზრდასრული კალმახი.

ორაგულისა და კალმახის ახაგაზრდა თაობა მდინარეებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად თანაცხოვრობენ. ხოლო შემდეგ (მეორე წელს) კალმახები მდინარეშიც რჩებიან (უმთავრესად, მამრობითი სქესის ინდივიდები) და ზღვაშიც გადიან (კალმახის მდედრობითი სქესის ინდივიდები (80-90%), ორაგულები კი, ძირითადად, ზღვას უბრუნდებიან (საქართველოში ეს სახეობა ცნობილია, როგორც შავი ზღვის ორაგული). ზღვის კალმახი, მდინარის კალმახთან შედარებით, გამოირჩევა სწრაფი ზრდით, მაღალი ნაყოფიერებით, სხეულის ფორმით, შეფერილობით, რაც ზღვის თავისებური პირობების გავლენით არის გამოწვეული.



წყარო

ცისარტყელა კალმახი - წარმოების ტექნოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები