თამაშის თეორია (მხატვრული მოღვაწეობა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამაშის თეორია – ამ თეორიის მიხედვით, მხატვრული მოღვაწეობა თამაშის მსგავსი მოქმედებაა, თამაშის სახეობაა. იგი სათავეს იღებს ი. კანტის ესთეტიკური კონცეფციიდან და შემდგომ ვითარდება ფ. შილერის, ჰ. სპენსერის, კ. გროსის, კ. ბიუხერის, ბიოიტენდეიკის, ჰიოიზინგას და სხვათა შეხედულებებში. თამაშის თეორიის წარმომადგენლები ერთმანეთს უპირისპირებენ თამაშსა და შრომას, ხელოვნებასა და ხელოსნობას. პირველი თავისთავად სასიამოვნო რამ არის, ხოლო შრომა, აგრეთვე ხელოსნობა, არასასიამოვნოა, მათი შედეგები კი მიმზიდველი (ი. კანტი). „ესთეტიკური თამაში“ ადამიანის შემოქმედებითი ძალების შეთანხმებული, თავისუფალი მოქმედებაა და უპირისპირდება უტილიტარულ მოღვაწეობას. ესთეტიკური თამაშის პროდუქტია „ჩვენება“. ფ. შილერის შეხედულებით იგი იმდენად არის ესთეტიკური, რამდენადაც პრეტენზია არა აქვს რეალურობაზე და არსებობს დამოუკიდებლად. ესთეტიკური მოღვაწეობა თავისუფალია ძალდატანებისაგან; შრომისგან განსხვავებით, სიამოვნება თვით თამაშის პროცესშია და არა შედეგში (კ. გროსი).

ესთეტიკის ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, როგორც თამაში, ისევე ხელოვნება წინ უსწრებს მიზანმიმართულ შრომას და სასარგებლო საგნების წარმოებას (კ. ბიუხერი).

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები