თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

ენციკლოპედიური ლექსიკონი მოიცავს თანამედროვე მიკრო-, მეზო-, მაკრო- და მეგაეკონომიკის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს, აგრეთვე ცნობილი ეკონომისტების, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების მეცნიერული მოღვაწეობის ამსახველ მასალებს. ყოველი ტერმინის სალექსიკონო სტატია შედგება მისი სახელწოდების, აბრევიატურის (თუკი აქვს), ინგლისური შესატყვისის, ეტიმოლოგიისა და ახსნა-განმარტებისაგან.

ლექსიკონი განკუთვნილია მეცნიერ-ეკონომისტებისა და პრაქტიკოსებისათვის. იგი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო მასალა, სამსახურს გაუწევს უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური პროფილის ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებსა და აკადემიურ პერსონალს, საერთოდ, თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.

ავტორები: ასათიანი როზეტა

სარედაქციო კოლეგია: სარედაქციო კოლეგია: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები – ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ სილაგაძე;
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები ნოდარ ჭითანავა, სოლომონ პავლიაშვილი;
ეკონომიკის დოქტორები იოსებ არჩვაძე, ჯემალ კახნიაშვილი.

რეცენზენტები: ლეო ჩიქავა – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; თეიმურაზ ბერიძე – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები