თეთრი კაიკაციშვილისეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეთრი კაიკაციშვილისეული — თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. სამეურნეო დანიშნულებით იგი ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. კაიკაციშვილისეული წარსულში მხოლოდ ქობულეთის რაიონში ყოფილა გავრცელებული და ამჟამადაც მისი ხნოვანი ძირები მაღლარების სახით ისევ ქობულეთის რაიონის მთისპირა სოფლებში გვხვდება. ვაზის მეპატრონენი ამ ჯიშს „თეთრს” უწოდებენ, თუმცა მას ზემო აჭარაში ფართოდ გავრცელებულ თეთრყურძნიან ჯიშთან არავითარი მსგავსება არა აქვს. ეს ჯიში კაიკაციშვილის წინაპართ ტყიდან ჩამოუტანიათ და როგორც უხვმოსავლიანი, მაღლარების სახით თავიანთ ნაკვეთებში ფართოდ გაუვრცელებიათ. კაიკაციშვილისეული როგორც მტევნების ფორმით, სიდიდით, მარცვლების სიმსხოთი და სილამაზით, ისე გემური თვისებებით მოთხოვნილებას სავსებით აკმაყოფილებს. ყურძნის ტრანსპორტაბელობითა და შენახვის უნარიანობით მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას ხარისხოვანი თეთრი სუფრის ღვინოების დასამზადებლად. ამიტომ კაიკაციშვილისეულმა აჭარის თეთრ ყურძნიან ჯიშებს შორის საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს და მისი გავრცელება ქობულეთისა და ბათუმის რაიონების მთისპირად მდებარე სოფლებში დაუბრკოლებლივ უნდა იქნეს წარმოებული, მხოლოდ ამაღლებული შტამბით და ნამყენების სახით სათანადოდ შერჩეულ ამერიკულ საძირეებზე.


ლიტერატურა

რამიშვილი, 1948.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები