თეთრი ლივანურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეთრი ლავანურა — თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში.

თეთრი ლივანურა მაღლარების სახით ზემო აჭარაში, სოფელ ჩაოს მიდამოებშია გავრცელებული. გადმოცემებით, იგი ჩაოელთა წინაპრებს 1800-იან წლებში ლივანადან გადმოუტანიათ. ჯიშის ნამდვილი სახელწოდება დაკარგულა და იმავე კუთხის სახელი დაურქმევიათ. საყურადღებოა გარემოება აჭარაში, კერძოდ, ქედის რაიონში შავყურძენი ლივანურა რომ გვხვდებოდა, რომელიც სოფელ ჩაოში გავრცელებულ ლივანურასაგან როგორც ფერით, ისე მოსავლიანობით და ყურძნის პროდუქციის ღირსებით არსებითად განსხვავდებოდა. ამიტომ შავ ლივანურასაგან გასარჩევად მას ლიტერატურაში ყურძნის ფერის აღმნიშვნელი — „თეთრი” დაურთეს. ჯიში კარგად შეგუებია ზემო აჭარის ეკოლოგიურ პირობებს. როგორც წარსულში, ისე ამჟამად ვაზები მაღლარად არის წარმოდგენილი და მიუხედავად მოუვლელობისა, კარგი ამინდის პირობებში უხვ მოსავალს და მაღალხარისხოვან ყურძნის პროდუქციას იძლევა. ნამყენების სახით — დაბლარად, თეთრი ლივანურას რამდენიმე ძირი სოფელ ქედაში, ვაზის საკოლექციო ნაკვეთში იყო გაშენებული. ვაზები საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარებით ხასიათდება. თეთრი ლივანურა ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. იგი თხელი, ლამაზი აგებულების მტევნებსა და მეტად მიმზიდველი შეფერვის სასიამოვნო მომჟავო ტკბილი გემოთი მარცვლებს ავითარებს. ამავე დროს ყურძენი კარგად ინახება და ტრანსპორტსაც იტანს. თეთრი ლივანურას მტევნის საშუალო წონა ასოცდაათი გრამია.


ლიტერატურა

რამიშვილი, 1948.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები