თეთრმუცელა კბილთეთრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრმუცელა კბილთეთრა

თეთრმუცელა კბილთეთრა - (Crocidura leucodon) მწერიჭამიების რიგს ეკუთვნის. მწერიჭამიები ძირითადად ძალიან მცირე ზომის ძუძუმწოვრები არიან და ამიტომ მათ სხეულის სითბოს შესანარჩუნებლად ბევრი საკვები სჭირდებათ. რაც უფრო პატარაა თბილსისხლიანი ცხოველი მით უფრო მეტს ჭამს იგი (რა თქმა უნდა, თავის წონასთან შეფარდებით).

თეთრმუცელა კბილთეთრა 6-11 გრამს იწონის და ამდენივე წონის საკვებს ჭამს დღეში. იგი ბიგისებრთა ოჯახში შედის, და, როგორც ყველა ბიგისებრი, მაღალი ბალახით დაფარულ მინდორ-ველებზე ბინადრობს. თუ მინდორი ძლიერ გადაიძოვა ან გაითიბა, იქიდან მიდის, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, საცხოვრებელი ადგილის განადგურების გამო უსახლკაროდ დარჩენილი, შიმშილით კვდება ან მტაცებელთა მსხვერპლი ხდება.



წყარო

აფთარი, გიურზა და სხვები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები