თეორემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეორემა — მათემატიკური დებულება, რომლის მართებულებას ადგენენ მტკიცების გზით; ანუ ეს არის მათემატიკური წინადადება (მტკიცება), რომლის ჭეშმარიტება შეიძლება დამტკიცდეს მოცემულ აქსიომებზე ან ადრე დამტკიცებულ თეორემებზე დაყრდნობით. აქსიომები მიიღება დაუმტკიცებლად და მოცემული დარგის ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს.

თეორემის ფორმულირებაში განასხვავებენ პირობასა და დასკვნას.

ყოველი თეორემისათვის, რომელიც გამოთქმულია “თუ..., მაშინ...” ფორმით, შეიძლება გამოითქვას შებრუნებული თეორემა, რომელშიც პირობა წარმოადგენს დასკვნას, ხოლო დასკვნა – პირობას. პირდაპირი და შებრუნებული თეორემები ურთიერთშებრუნებულია. საზოგადოდ, ყოველი შებრუნებული თეორემა არ არის მართებული. ორივე ურთიერთშებრუნებული თეორემის მართებულობა ნიშნავს, რომ თითოეული მათგანის პირობის შესრულება არა მარტო საკმარისი, არამედ აუცილებელიცაა თეორემის დასკვნის მართებულობისათვის.

თუ თეორემის პირობასა და დასკვნას შევცვლით მათი უარყოფით, მაშინ მიიღება თეორემა, რომელსაც მოცემულის ინვერსია ეწოდება. იგი შებრუნებული თეორემის ტოლფასია.

ბერძნულად theorema – “წარმოდგენა”, “განხილვა”, ,,აწონვა”. ბერძენი მათემატიკოსებისათვის ეს სიტყვა შეიცავდა აზრს: “ჭეშმარიტება, რომელიც მიიღწევა განჭვრეტით". სიტყვა “თეორემა”, როგორც მათემატიკური ტერმინი, პირველად გამოიყენა არქიმედემ. ასეთი სახელწოდება იმით არის განპირობებული, რომ ძველად თეორემას ხშირად ამტკიცებდნენ საჯაროდ, მოედანზე. დამტკიცება ხშირად მძაფრ კამათს იწვევდა, რომელიც ზოგჯერხელჩართულ ჩხუბში გადადიოდა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები