თისელი (ნასოფლარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თისელი – ნასოფლარი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ თისელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ მანძილზე, ზღვის დონიდან 1200 მ სიმაღლეზე. სოფლის ნამდვილი სახელწოდება უცნობია და მას ეს სახელი სოფელ თისელის სიახლოვის გამო ეწოდა. შემორჩენილია ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, საწრეტი არხის ნაშთები და არქეოლოგიური მასალა (კერამიკული, ქვისა და მინის ნივთები). უმთავრესად ნაგებია ქვების მშრალი წყობით. ფართოდ ყოფილა განვითარებული მემარცვლეობა, რაზეც მეტყველებს აქ აღმოჩენილი თონეები, კეცები, ხარო. ასევე განვითარებული უნდა ყოფილიყო მვენახეობა-მეღვინეობა, რაზეც აქ მიკვლეული ქვევრები მიგვანიშნებს.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები