თომინქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თომინქსი (thominx ბერძნ. thominx თოკი) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Capillariidae-ს ოჯახს, 'Trichocephalata-ს ქვერაზმს.

Thominx aerophilus (ბერძნ. aer' ჰაერი + philos მეგობარი) – სახეობა, პარაზიტობს ძაღლის, კატის, მელიის, სიასამურის, ყარსაღის სასუნთქ გზებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელიჭიაყელები. ბეწვიანი ნადირის თომინქსოზის აღმძვრელი;

Thominx contorta (ლათ. contortus დახვეული) – სახეობა, პარაზიტობს ფრინველის საყლაპავის, იშვიათად, კუჭის ლორწოვან გარსზე. გეოჰელმინთი. ფრინველის თომინქსოზის აღმძვრელი. უპირატესად, 1-4 თვის ასაკის მოზარდეული ავადდება.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები