თორელი ვარაზბაკურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარაზბაკურ თორელი - ჯავახეთის ერისთავი 1065 წ-ის შემდეგ. ფარსმან თმოგველის შემდეგ ჯავახეთის ერისთავობა გადასულა თორელთა საგვარეულოში. ამ საგვარეულოდან პირველი ჯავახეთის ერისთავია ვარაზბაკური. ბაგრატ IV-ის (1027-1072) დავალებით იგი მოციქულად მიდის ალფ-არსლანთან, შემდეგ, მეფისავე გადაწყვეტილებით, შეიპყრობს სამშვილდის მეფე კვირიკეს, რის შედეგადაც სრულდება სომეხ კვირიკიანთა ბატონობა ქვემო ქართლში. იგივე ვარაზბაკური იგულისხმება აძიკვის წარწერაში. მის შემდეგ ჯავახეთის ერისთავთა შესახებ ცნობები თითქმის საუკუნის განმავლობაში წყდება.


წყაროები და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაჲ 1955: 307;
  • ბერძენიშვილი 1964: 280;
  • მუსხელიშვილი 1940: 45;
  • შოშიაშვილი 1966: 23.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები