ჩხეიძე დავით ანდუყაფარის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თურდოსპირელი (ჩხეიძე), დავით-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით თურდოსპირელი (ჩხეიძე)

ჩხეიძე დავით ანდუყაფარის ძე - დავით ანდუყაფარის ძე თურდოსპირელი (ნამდვილი გვარი ჩხეიძე) (დ. - 1888, სოფ. ვარდისუბანი - გ. - 23.XII.1948, თბილისი)

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის ვაჟთა მეორე ტექნიკუმში. სწავლის პერიოდშივე ჩაება სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში. სწორედ პოლიტიკური საბაბით რამდენიმეჯერ დააკავეს. 1906 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა. 1911 წელს შევიდა კიევის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიური განხრით. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო პედაგოგად. კიევში, სხვა ქართველებთან ერთად, გამოსცემდა ჟურნალ „Заря“-ს. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 1922 დაიჭირეს და ჩეკამ მიუსაჯა პატიმრობა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო. გათავისუფლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1948 ჯილდოც მიიღო განათლების სფეროში მოღვაწეობისთვის.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები