თხაწართხალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თხაწართხალა

თხაწართხალა - (Chamerion angustifolium [L.] Scop. = Epilobium angustifolium L.); ოჯახი: წყალნაწყენისებრნი (Onagraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მარტივი ან ზედა ნაწილში ოდნავ დატოტვილი, მჭიდროდ მიკრული ბეწვით შებუსული. სიმაღლე – 50-150 სმ. ფოთლები მჯდომარეა ან ყუნწიანი, ხაზურ-ლანცეტა ფორმის. კიდეებზე ოდნავ გადა– კეცილი და ზოგჯერ ჯირკვლოვანკბილებიანი. ფოთოლი ზედა მხარეზე მუქი მწვანეა, პრიალა, ქვედაზე – მოლეგო. ყვავილედი მრავალყვავილიანი მტევანია. ყვავილი მეწამულ-ვარდისფერია. ყვ. ნაყ. VI-IX. ფართოდ გავრცელებული მცენარეა მდელოებზე, მაღალ ბალახეულობაში, ტყეებში, ნაკაფებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. ცნობილია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები